რა ვიცით ჩვენი საბჭოური ისტორიის შესახებ? - სინამდვილეში, თითქმის არაფერი. რა ვიცით იმის შესახებ, როგორ ერთი ხელის მოსმით მოსპო კომუნიზმმა ქართველი პოლიტიკოსები, პარტიები, პოლიტიკური და ეკონომიკური ინსტიტუტები? თითქმის არაფერი. რა ვიცით იმათზე, ვინც კომუნისტურ ტოტალიტარიზმს და მონობას ებრძოდა? თითქმის არაფერი. რა ვიცით იმის შესახებ, როგორ გათელა საბჭოეთმა უკლებლივ ყველა ვინც აზროვნებდა? როგორ გაანადგურა ქართული მეცნიერება, მეცნიერები, ქართული ლიტერატურა, მხატვრობა, კინოსა და თეატრის განვითარება, მუსიკა? რა ვიცით იმის შესახებ, როგორ გაგვქურდეს, გაგვაპარტახეს, გაგვაპროლეტარიატეს, კოლმეურნეობად გვაქციეს? თითქმის არაფერი. რა ვიცით იმის შესახებ, რომ ჩვეულებრივი ტერორისტები, მკვლელები, ბანდიტები, გარეწრები, მონები, ძმებისა და მამების დამბეზღებლები მართავდნენ და ანადგურებდენ საქართველოში ადამიანს 70 წლის განმავლობაში? თითქმის არაფერი. რა ვიცით იმაზე, რომ ჯერ გაგვინადგურეს რელიგია და შემდეგ შექმნეს თავისი გებეშნიკური ეკლესიები? რა ვიცით იმაზე, ვინ ემსახურებოდა კაგებეს, ვინ უთვალთვალებდა, აბეზღებდა, ცხოვრებას უწამლავდა ადამიანებს? თითქმის არაფერი. გვინდა რომ გავიგოთ და გავიაზროთ ჩვენი ნამდვილი ისტორია? გვინდა ჩავიხედოთ სარკეში? მგონია, რომ უფრო არა, არ გვინდა. როგორც გვეუბნებიან, "ჯერ მზად არ არის საზოგადოება ამისთვის". ამიტომ, აი, ამ არცოდნის გამო, საკუთარი თავისგან ამ მრავალწლიანი გაქცევისა და დაშორების გამო, ჩვენ ბევრი არაფერი ვიცით იმის შესახებაც, როგორ დავიცვათ სიმართლე, ღირსება, თავისუფლება, ადამიანი. აი, ამ არცოდნის გამო, ხშირად ასე გამაოგნებელად გვერევა მტერი და მოყვარე, გმირი და მოღალატე, ღმერთი და ეშმაკი. გილოცავთ დამოუკიდებლობისა და მერაბ კოსტავას დღეს.
tbl.ge/3pwf
დაკოპირდა

წერს თეოლოგი ბექა მინდიაშვილი საკუთარ Facebook-ზე.
ამავე თემაზე
- მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობისკენ სწრაფვაში - ტრამპი ყაველაშვილს
- "ყოვლისშემძლე ღმერთმა მიანიჭოს ქართველებს უსაფრთხოდ ცხოვრების უფლება" – პაპი ლეო XIV
- NATO-ს სამეკავშირეო ოფისი: ვზეიმობთ ქართველების თავისუფლებას, მედეგობას, ურყევ სულისკვეთებას
- ჩიქოვანი: გუნდის სიმტკიცით შევძლებთ, დავიცვათ მამული, ენა და სარწმუნოება
- შიო III: ჯარის ძალა არა ომის სურვილში, არამედ მშვიდობის შენარჩუნებაში უნდა ვლინდებოდეს




