აშშ-ირანი

ჩინეთი და რუსეთი ირანს იარაღს არ მიყიდიან, თუ იზამენ, ეს მათთვის ძალიან ცუდი იქნება – ტრამპი

აშშ-ს 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
Al Drago/Bloomberg

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, მიაჩნია, რომ ჩინეთი და რუსეთი ირანს იარაღს არ მიაწვდიან ან მიყიდიან, ხოლო თუ ამას გააკეთებენ, ეს "მათთვის ძალიან ცუდი იქნება" და "მათ საუკეთესო ინტერესებში ნამდვილად არ იქნება". 

ტრამპის თქმით, ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინფინგმა უთხრა, რომ ჩინეთი და ჩინური კომპანიები ირანს იარაღს "არავითარ შემთხვევაში" არ მიაწვდიან. მანვე დაამატა, რომ მსგავსი პირობა პუტინმაც დადო და რუსეთის პრეზიდენტს ესმის, რომ აშშ უკრაინას იარაღს პირდაპირ არ აწვდის, არამედ მათ NATO-ს ქვეყნებს ყიდის. 

ამის შესახებ ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა.

"ჩინეთში, პეკინში, ჩვენს ბოლო შეხვედრაზე პრეზიდენტმა სიმ მითხრა, რომ ირანის ისლამურ რესპუბლიკას იარაღს არავითარ შემთხვევაში არ მიაწვდის ან მიყიდის და ეს განცხადება ჩინურ კომპანიებსაც მოიცავდა. ჩვენი ურთიერთობის გათვალისწინებით, მისი სიტყვის მჯერა და გარდა ამისა, მის საკეთილდღეოდ ძალიან მნიშვნელოვან რაღაცებს ვაკეთებ. იგივენაირად, პრეზიდენტმა პუტინმა, უკრაინაში მიმდინარე საშინელი ომის მიუხედავად მითხრა, რომ ირანს იარაღებს არ მიყიდდა. (ურთიერთობა ნარჩუნდება, ისევე, როგორც პრეზიდენტ ზელენსკისთან) მას ესმის, რომ მე იარაღს ვყიდი არა უკრაინას, არამედ NATO-ს ქვეყნებს. ისინი სრულ თანხას იხდიან, ხოლო ის, თუ როგორ ნაწილდება ეს იარაღები, ამაზე წარმოდგენა არ მაქვს. ამიტომ, ორი მსხვილი ქვეყანა, რომელსაც ხალხი ირანზე საუბრისას ხშირად ახსენებს, ჩემი აზრით, არ მონაწილეობენ [ირანისთვის იარაღის მიწოდებაში]. თუ ამას იზამენ, ეს მათთვის ძალიან ცუდი იქნება, მათ საუკეთესო ინტერესში ნამდვილად არ იქნება". - წერს ტრამპი.

კომენტარები