დიასპორა

მთავრობის განკარგულებით, დიასპორის საკითხებზე უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა

www.facebook.com/pg/bakhtadzemamuka

დიასპორის საკითხებზე უწყებათაშორისი კომისია იმუშავებს. შესაბამისი განკარჰულება საქართველოს მთავრობამ უკვე გამოსცა. უწყებათაშორისი კომისიის შექმნის მიზანი "დიასპორული პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელება" და "საქართველოს სამინისტროებისა და სახელმწიფო უწყებების კოორდინაციაა". 

დიასპორის საკითხებზე შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იქნება, ხოლო მისი მოადგილე - საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი. 

კომისიის წევრები არიან განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი.

მთავრობის განკარგულებით, პრეზიდენტის წარმომადგენელს და პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღებას სთხოვენ.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კვირის წინ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დიასპორაზე მიმართული პროექტების დაფინანსების ფონდიც შეიქმნა. საქართველოს პრემიერმინისტრის თქმით, ინიციატივა საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის.

კომენტარები