დიასპორა

მთავრობამ დიასპორაზე მიმართული პროექტების დაფინანსების ფონდი შექმნა

www.facebook.com/pg/bakhtadzemamuka

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დიასპორაზე მიმართული პროექტების დაფინანსების ფონდი შეიქმნა. საქართველოს პრემიერმინისტრის თქმით, ინიციატივა საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის.

"დიასპორასთან ურთიერთობა ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია. მეტიც, მოგეხსენებათ, რომ ახალი კონსტიტუციით ეს არის ჩვენი ვალდებულება. ჩვენ ვცდილობთ, უზრუნველვყოთ საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების მაქსიმალური ჩართულობა ქვეყნის აღმშენებლობის, ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და საქართველოს პოზიტიური იმიჯის წარმოჩენაში. სწორედ ამას ემსახურება დიასპორაზე მიმართული პროექტების დაფინანსების მექანიზმი, რომელიც ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა და ჯერ საპილოტე რეჟიმში იმუშავებს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საკონკურსო პროექტის შეტანა მოქალაქეებს 14 მაისიდან 14 ივნისის ჩათვლით შეეძლებათ.

პრემიერმინისტრი დარწმუნებულია, რომ ეს პროექტი წარმატებული იქნება და ამ მიმართულებით გამოყოფილი დაფინანსება მომავალში მნიშვნელოვნად გაიზრდება.

კომენტარები