დიასპორა

ბახტაძე: ჩემთვის დიასპორა ქართული სულის, თვითმყოფადობის და წარსულის განუყოფელი ნაწილია

ჩემთვის ჩვენი დიასპორა არის ქართული სულის, ჩვენი თვითმყოფადობის, ჩვენი წარსულის განუყოფელი ნაწილი და საქართველოს იმედიანი მომავლის საფუძველი. ნებისმიერი ქართველისთვის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ყველაზე ძვირფასია. ეს არის დღე, რისთვისაც ყველგან იბრძოდნენ თაობები, საქართველოში და  მის ფარგლებს გარეთ. 21-ე საუკუნეში დიასპორას აქვს განსაკუთრებული ძალა. ჩვენ ეს ყველას კარგად უნდა გვესმოდეს. ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, როდესაც კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ სახელმწიფოს აქვს ვალდებულება საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების მიმართ. ჩვენთვის, საქართველოსთვის, იმაზე დიდი ღირებულება და სიმდიდრე, ვიდრე ადამიანური კაპიტალია, არ არსებობს. სხვადასხვა მიზეზის გამო აღმოჩნდა ისე, რომ ჩვენი ადამიანური კაპიტალის დიდი ნაწილი არის საზღვარგარეთ. აქედან გამომდინარე, ჩვენი ამოცანაც სწორედ ისაა, ამ ადამიანური კაპიტალის ერთობლივი ძალებით კონსოლიდაცია.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე - „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

კომენტარები