აშშ-ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეამ აშშ-ს ოტო უორმბიერის სამედიცინო ხარჯების, $2 მლნ.-ის ქვითარი გაუგზავნა

ოტო უორმბიერი
AFP

გავრცელებული ინფორმაციით ჩრდილოეთ კორეამ აშშ-ს ამერიკელი სტუდენტის, ოტო უორმბიერის სამედიცინო ხარჯების ქვითარი გაუგზავნა, რომელიც 2 მილიონ აშშ დოლარს აღწევს.

22 წლის ოტო უორმბიერი ფხენიანში 2016 წლის იანვარში პროპაგანდისტული პოსტერის მოპარვის ბრანდებით დააპატიმრეს და შრომით ბანაკში 15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მას აიძულეს დანაშაული საჯაროდ ეღიარებინა და ოჯახთან დაკავშირების უფლებას არ აძლევდნენ. ის აშშ-ში 2017 წლის ივნისში დააბრუნეს, თუმცა მისი მდგომარეობა უკვე მძიმე იყო. სავარაუდოდ, პატიმრობისას წამების გამო უორმბიერი დაბრმავდა და დაყრუვდა. მას სხეულზე მრავალი დაზიანება აღენიშნებოდა. უორმბიერი ერთი წლის მანძილზე კომაში იყო და აშშ-ში გადაყვანიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

თავდაპირველად ჩრდილოეთ კორეა ითხოვდა, რომ უორმბიერის სამედიცინო ხარჯები მის აშშ-ში გადაყვანამდე დაეფარათ.

Washington Post-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უორმბიერის გადმოყვანამდე აშშ-ის წარმომადგენელმა დონალდ ტრამპის ბრძანებით ხელი მოაწერა პირობას, რომ აშშ სამედიცინო ხარჯებს დაფარავდა.

თეთრ სახლში კომენტარს არ აკეთებენ:

"ჩვენ კომენტარს არ ვაკეთებთ მძევლების თაობაზე მოლაპარაკებების შესახებ, სწორდე ამიტომ არის ისინი წარმატებული ამ ადმინისტრაციის პირობებში." თქვა თეთრი სახლის სპიკერმა სარა სანდერსმა.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბერში აშშ-ის სასამართლომ ჩრდილოეთ კორეას ოტო უორმბიერის წამების და მისი გარდაცვალების გამო 501 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დააკისრა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩრდილოეთ კორეამ ეს თანხა უორმბიერის მშობლებს უნდა გადაუხადოს.

კომენტარები