ჯანმრთელობა

ექიმებმა ტაივანელი ქალის თვალში ოთხი ფუტკარი აღმოაჩინეს

ტაივანში, ექიმებმა 28 წლის ქალის თვალში ოთხი ფუტკარი აღმოაჩინეს.

ქალმა ბიბისისთან საუბრისას სახელი Mr.He გამოიყენა, მისი თქმით ის თავისი ნათესავების საფლავს ასუფთავებდა, როდესაც მას თვალში ოთხი ფუტკარი შეუფრინდა. ქალს ფუტკრები ნაგავი ეგონა და ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია.

ამის შემდეგ, რამდენიმე საათიანი თვალების ტკივილის შემდეგ ქალმა გადაწყვიტა საავადმყოფოში წასულიყო.

"იგი თვალებს ბოლომდე ვერ ხუჭავდა. მე მიკროსკოპით დავაკვირდი ქალის თვალებს და დავინახე რაღაც შავი, რაც მწერის ფეხებს ჰგავდა. ფეხში პინცეტი მოვკიდე და ერთი გამოვიყვანე, შემდეგ კიდევ სამი ფუტკარი დავინახე", - თქვა ექიმმა.

კვლევის მიხედვით, ფუტკრების ეს კონკრეტული ჯგუფი ადამიანის ცრემლების სვამს, რადგან ცრემლებში პროტეინის მაღალი შემცველობაა.

ექიმის თქმით, ქალი იღბლიანი აღმოჩნდა, რომ თვალები ხელით არ დაისრისა.

"მას კონტაქტური ლინზები ეკეთა, ამიტომ გადაწყვიტა თვალების ხელით არ დაესრისა. ამით მას შეიძლება გამოეწვია, რომ ფუტკარს უფრო მეტი შხამი გამოეშვა. ის შეიძლება დაბრმავებულიყო", - თქვა ექიმმა.

თვალიდან ამოყვანის შემდეგ ფუტკრები სხვაგან გააგზავნეს, რათა ისინი გამოიკვლიონ.

"ტაივანში ესეთი შემთხვევა პირველად მოხდა", - თქვა ექიმმა.

კომენტარები