ჯანმრთელობა

ქალი თავის ტვინზე ოპერაციის დროს ვიოლინოზე უკრავს - ვიდეო

53 წლის დაგმარ ტერნერი თავის ტვინიდან სიმსივნის ამოჭრის დროს ვიოლინოზე უკრავს - მას დაკვრა ქირურგებმა თხოვეს.

ქალს ოპერაცია ლონდონის King's College-ის საავამდყოფოში ჩაუტარდა. 

ექიმებს სურდათ შეემოწმებინათ, ხო არ დაკარგავდა პაციენტი ვიოლინოზე დაკვრის უნარს ოპერაციის შემდეგ, რადგან შანსი არსებობდა, რომ მას მარცხენა ხელის მოძრაობა აღარ შეძლებოდა. ამიტომ ქალს თხოვეს სიმსივნის ამოჭრის პარალელურად მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაეკრა.

"ვიოლინო ჩემი ვნებაა, ამ საკრავზე 10 წლის ასაკიდან ვუკრავ. იმაზე ფიქრი, რომ დაკვრის უნარს დავკარგავდი, გულს მიტეხდა", - თქვა ქალმა 18 თებერვალს.

ნეიროქირურგმა, რომელმაც ქალს ვიოლინოზე დაკვრა შესთავაზა, თქვა რომ ეს საავადმყოფოში პირველი შემთხვევა იყო.

"წელიწადში მსგავს 400 ოპერაციას ვაკეთებთ, რომელიც ხშირად პაციენტებისთვის საუბრის ტესტებს შეიცავს, თუმცა ინსტრუმენტზე დაკვრის შემთხვევა პირველი იყო", - თქვა ექიმმა.

ქირურგებმა თავის ტვინის სიმსივნის ამოჭრის ოპერაცია წარმატებით შეასრულეს და პაციენტი პროცედურიდან სამ დღეში გაწერეს.

კომენტარები