ქურდული სამყარო

შსს: 2018 წლის იანვრიდან დღემდე დაკავებულია "ქურდული სამყაროს" 39 წევრი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის იანვრიდან დღემდე პასუხისგებაში მიეცა 5 ე.წ. "კანონიერი ქურდი", ხოლო დაკავებულია "ქურდული სამყაროს" 39 წევრი. ასევე, „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, „ქურდული სამყაროს“ წევრის ან „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ან მიმართვის შედეგად მატერიალური სარგებლის მიღებისთვის - 32 პირი.

"ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ჩატარებული მასშტაბური ერთობლივი ოპერაციების შედეგად კი დაკავებულია - 10 ქართველი ე.წ. „კანონიერი ქურდი," - წერია შსს-ს განცხადებაში. 

დღესვე ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე დღის წინ, „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

კომენტარები