ბრექსითი

ბრიტანეთის პარლამენტი ევროკავშირის შეთანხმების გარეშე დატოვებას უყრის კენჭს

EPA

პარლამენტში ტერეზა მეის ბრექსითის შეთანხმების კიდევ ერთი მარცხის შემდეგ პარლამენტარები ევროკავშირის შეთანხმების გარეშე დატოვებას უყრიან კენჭს.

მეის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას გუშინ 242-მა პარლამენტარმა დაუჭირა მხარი, ხოლო წინააღმდეგი 391 იყო.

მისი გეგმის დამარცხების შემდეგ ტერეზა მეიმ თქვა:

"მე კვლავ მჯერა, რომ ბრიტანეთისათვის საუკეთესო გამოსავალი ევროკავშირის შეთანხმების სათანადოდ დატოვებაა და ეს შეთანხმება, რომელსაც მე მივაღწიე, საუკეთესოა იმათ შორის, რაც გვაქვს."

ახლა ბრიტანელმა კანონმდებლებმა უნდა გადაწყვიტონ დაბლოკავენ თუ არა 29 მარტს ბრიტანეთის შეთანხმების გარეშე გასვლას. თუ ისინი ამას მხარს არ დაუჭერენ, პარლამენტი შემდეგ განიხილავს ლეგალური მექანიზმების გამოყენებას, რომელიც ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას გადაავადებს.

პარალელურად, ბრიტანეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ევროკავშირის გარეთ, სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფებს შეამცირებს და მიიღებს ზომებს, რათა ჩრდილოეთ ირლანდიის საზღვარზე, შეთანხმების გარეშე გასვლის შემთხვევაში, მყარი საზღვარის გაჩენა აიცილონ თავიდან.

ევროკავშირის ლიდერების თქმით შეთანხმების გარეშე გასვლისათვის მომზადება ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია. მათივე თქმით ბრექსითის გადასავადებლად დამაჯერებელი მიზეზებია საჭირო.

შეგახსენებთ, რომ კენჭისყრამდე, ტერეზა მეიმ გრიმსბიში გამოსვლისას თქვა, რომ თუ პარლამენტარები მის ბრექსითის შეთავაზებს მხარს არ დაუჭერენ, შესაძლოა ბრიტანეთმა ევროკავშირი ვერასოდეს დატოვოს.

მის მიერ მიღწეულმა ბრექსითის შეთანხმებამ გასული წლის დეკემბერში პარლამენტში ისტორიული მარცხი განიცადა, ტერეზა მეიმ ევროკავშირთან მოლაპარაკებები გააგრძელა.

პარლამენტარების უკმაყოფილების ერთ-ერთი მთავაზი მიზეზი ე.წ. ბექსტოპის ნაწილია. ბრიტანეთის პარლამენტმა არსებულ შეთანხმებაში ე.წ. ბექსტოპის ჩანაცვლებას მხარი 317-ით 301-ის წინააღმდეგ დაუჭირა. არსებული შეთანხმების მიხედვით გაერთიანებული სამეფო მთლიანად რჩებოდა საბაჟო კავშირში და ვერ დატოვებდა მას მანამ, სანამ ევროკავშირი არ ჩათვლის, რომ ჩრდ. ირლანდიასთან “მყარი საზღვრის” დადგენის საშიშროება არ იქნება. გარდა ამისა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ევროკავშირს “უფრო ღრმა” საბაჟო შეთანხმებები ექნებოდა.

იმ შემთხვევაში, თუ გასვლის თაობაზე შეთანხმებას დადგენილ ვადამდე, 29 მარტამდე ვერ მიაღწევენ, ბრიტანეთი ევროკავშირს შეთანხმების გარეშე დატოვებს, რაც როგორც ბრიტანეთში, ასევე ევროკავშირში ყველაზე არასასურველ სცენარად მიაჩნიათ.

კომენტარები