ქართული ოცნება

დღის ფოტო: ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობა შეხვდა

ქართული ოცნება

"ქართული ოცნების" ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობას შეხვდა. პარტიის პრესსამსახური ავრცელებს ფოტოს, სადაც ჩანს, რომ შეხვედრას ივანიშვილთან ერთად "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, პარლამენტის თავმჯდომარე - ირაკლი კობახიძე და უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე უძღვებიან.

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნება" რამდენიმე დეპუტატმა დატოვა. ისინი საუბრობენ დაპირისპირებაზე და აზრთა სხვადასხვაობაზე ე.წ. ძველებისა და ახლების გუნდებს შორის. პარტია "ძველების" ნაწილმა დატოვა, ხოლო "ახლებში" მათ შორის, კობახიძე და თალაკვაძეც მოიაზრებიან.

კომენტარები