ზაზა სარალიძე

ზაზა სარალიძე მთავარ პროკურორს, შალვა თადუმაძეს ხვდება

ზაზა სარალიძე მთავარ პროკურორს, შალვა თადუმაძეს ხვდება. როგორც ცნობილია, შეხვედრას მკვლელობის საქმის პროკურორებიც ესწრებიან.

"დღეს სავარაუდოდ შეხვედრაზე უნდა იყვნენ ასევე იმ საქმის პროკურორები, რომლებსაც წარდგენილი აქვთ ეს საქმე სააპელაციო სასამართლოში.

ადგილზე დავსვამ კითხვებს, წინასწარ არაფერ კითხვას არ დავსვამ, რომ წინასწარ არ მოემზადონ. დავსვამ ყველა კითხვას, რაზეც ამომწურავი პასუხი აუცილებლად უნდა მივიღო", - აღნიშნა სარალიძემ მთავარ პროკურატურაში შესვლამდე.

ცნობისთვის, 6 თებერვალს, ზაზა სარალიძე პროკურატურის ეზოსთან იმყოფებოდა და მთავარ პროკურორ შალვა თადუმაძესთან შეხვედრას ითხოვდა. მან პროკურატურის ეზოში შესლა სცადა, საიდანაც იგი ძალის გამოყენებით გამოიყვანეს, რა დროსაც მან თვითდაზიანებებიც მიიყენა.

სარალიძე შვილის, დავით სარალიძის მკვლელობის საქმის გამოძიებას ითხოვს.

16 წლის მოზარდი 2017 წლისს 1-ლ დეკემბერს დაიღუპა, როდესაც სკოლის მოსწავლეებმა ხორავას ქუჩაზე იჩხუბეს. დაიღუპა კიდევ ერთი არასრულწლოვანი, ლევან დადუნაშვილიც. 2018 წლის 31 მაისს სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების მიხედვით, საქმეზე დაკავებული 2 არასრულწლოვანი დამნაშავედ იქნა ცნობილი მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეში. ერთ-ერთი მათგანი დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გამართლდა, მეორეს კი მკვლელობის ბრალი გადაუკვალიფიცირდა და სარალიძის მკვლელობის მცდელობაში იქნა დამნაშავედ ცნობილი. 

ამის შემდეგ პარლამენტში საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია შეიქმნა, რომელმაც შს მინისტრი, იუსტიციის მინისტრი, ყოფილი მთავარი პროკურორი, ასევე საქმის პროკურორები, შსს-ის წარმომადგენლები, ექსპერტები, მასწავლებლები, სრულწლოვანი და არასრულწლოვანი მოწმეები დაკითხა. 

კომისიამ დაასკვნა, რომ პროკურატურამ გამოძიება მიკერძოებულად ჩაატარა, რათა დაფარულიყო საქმეში მონაწილე კიდევ ერთი პირის, მ.კ-ს ბრალეულობა. 

კომისიის დასკვნის შესახებ წაიკითხეთ აქ.  

კომენტარები