კიმ კარდაშიანი

კიმ კარდაშიანი: არ გაიღიმოთ და ნაოჭებს თავიდან აიცილებთ

კიმ კარდაშიანმა, რამდენიმე დღის წინ, თავის მოვლასა და თავის საიდუმლო ხერხებზე ისაუბრა.

ერთ-ერთმა ფანმა მას ჰკითხა, რა უნდა ექნათ ნაოჭების თავიდან ასაცილებლად.

"არ გაიღიმოთ", - უპასუხა კიმ კარდაშიანმა.

მისივე თქმით, პირველი ბავშვის, ნორზის გაჩენის შემდეგ ის ძალიან შეიცვალა და ღიმილიც შეწყვიტა.

"როდესაც შვილი გამიჩნდა, საკუთარ თავს ვუთხარი რომ არსებობს ხალხი, რომელიც ჩემზე იცინის და მსუქანს მეძახის იმის გამო, რისი კონტროლიც არ შემიძლია. თუნდაც, საკუთარ თავში უფრო დარწმუნებული ვყოფილიყავი, არ ვგრძნობდი თავს იმ გოგოდ, რომელსაც ყველა ფოტოში უნდა გაეღიმა. პირველი შვილის გაჩენამ ხასიათი და პიროვნება შემიცვალა", - თქვა კიმ კარდაშიანმა.

კომენტარები