კიმ კარდაშიანი

40 ფაქტი კიმ კარდაშიანის შესახებ

Skynews

რეალითი შოუს სუპერვარსკვლავი, ტანსაცმლის დიზაინერი, მაკიაჟის ხაზის ავტორი, წარმატებული ბიზნესვუმენი, მსახიობი, მომღერალი და უფლებადამცველი, კიმ კარდაშიანი 21 ოქტომბერს 40 წლის გახდა.

წარმოგიდგენთ 40 ფაქტს კიმ კარდაშიანის ბიოგრაფიიდან.

1. დაბადებისას მისი სახელი იყო კიმბერლი ნოელ კარდაშიანი, დღეს ის კიმ კარდაშიან ვესტია.

2. ინტერნეტში გავრცელებული ჭორის მიუხედავად, ის არასდროს ყოფილა პერის ჰილტონის ასისტენტი.

3. მამამისი რობერტ კარდაშიანი ერთ-ერთი ადვოკატი იყო, რომელიც 90-იანებში გახმაურებული ო ჯეი სიმპსონის საქმეში დაცვის მხარეს მონაწილეობდა.

4. ძალიან ახლოს იყო მამასთან, რობერტ კარდაშიანთან, გარდაცვალების შემდეგ რამდენჯერმე მის სულთან სპირიტუალური კავშირის დამყარებაც კი სცადა.

5. კარდაშიანმა იცის, ვინ გაუვრცელა 2007 წელს სექსის ვიდეო.

6. კიმის პირველი მეგობარი ბიჭი მაიკლ ჯექსონის ძმის შვილი, თი ჯეი ჯექსონი იყო.

კიმ კარდაშიანი და თი ჯეი ჯექსონი

7. ბიკინის მხოლოდ მოღრუბლულ დღეებში ატარებს, მისი აზრით მზის სხივები ცელულიტის გაჩენას უწყობს ხელს.

8. გამოცემა Forbes-ის მონაცემებით, არის 780 მილიონი დოლარის მფლობელი.

9. ხვდებოდა ჯესიკა სიმპსონის ყოფილ ქმარს, რეალითი შოუს ვარსკვლავ ნიკ ლეშის.

10. 19 წლის ასაკში საიდუმლოდ დაქორწინდა ათი წლით უფროს მუსიკოსზე, დეივ ტომასზე.

11. ვარცხნილობასა და მაკიაჟზე ვარსკვლავს ყოველდღიურად საათნახევარი ეკარგება.

12. ვერ იტანს ბრტყელძირიან ფეხსაცმელს.

13. როდესაც შეეძინა შვილი, ნორთ ვესტი, მეგობრებს გაუგზავნა ყალბი ფოტო, აინტერესებდა რომელიმე მათგანი თუ მიჰყიდიდა ფოტოს პაპარაცებს, ერთ-ერთი მეგობარი სწორედ ასე მოიქცა.

კიმ კარდაშიანი, შვილთან ნორთ ვესტთან ერთად

14. არ სვამს ალკოჰოლს, არ იღებს ნარკოტიკებს. ბოლო სამი წლის განმავლობაში მხოლოდ 5 ჭიქა არაყი აქვს დალეული.

15. ნანობს, რომ 2011 წელს ჩაწერა და გამოუშვა სიმღერა Jam(Turn It Up).

16. კიმ კარდაშიანის ძარღვებში შოტლანდიური სამეფო ოჯახის სისხლი ჩქეფს.

17. მან დაამთავრა კათოლიკე გოგონათა კოლეჯი მერიმონტში.

18. სახლში იკვებება ბოსტნეულით, გარეთ დიეტას საერთოდ არ იცავს.

19. მისი საყვარელი სნექია 90-იანებში პოპულარული ორცხობილა, Dunkaroo’s.

20. მისი საყვარელი ფილმია Beaches.

21. დუბაის სავაჭრო ცენტრში გახსნილი აქვს რძის კოქტეილების კაფე.

22. „გამარჯობა მეგობრებო, მე კიმ კარდაშიანი ვარ, როგორც იქნა Twitter-ზე დავრეგისტრირდი“. - ასეთია კარდაშიანის Twitter-ის პირველი პოსტი, რომელიც 2009 წელს გამოაქვეყნა.

კიმ კარდაშიანის პირველი ტვიტი

23. მომავალი ქმარი, ქანიე ვესტი 2003 წელს საერთო მეგობარმა, მომღერალმა, ბრენდიმ, გააცნო.

24. ქანიე ვესტის შემოქმედებიდან სიმღერა - Only One უყვარს.

25. 2008 წელს ვესტის შოუში, Alligator Boots, ითამაშა პრინცესა ლეას როლი.

26. არ აქვს არც ერთი ტატუ

27. აქვს 6 საყურე, ერთი ჭიპში, ერთი მარჯვენა ყურში, ოთხი მარცხენაში.

28. დღემდე იყენებს Blackberry-ის ფირმის ტელეფონს.

29. პირველი კინოროლი 2008 წელს ფილმ Disaster Movie-ში შეასრულა.

30. მისი ფეხის ზომაა 37.5

31. მისი საყვარელი მსახიობი ტომ ჰენქსია.

32. მოკრივე, შუგარ რეი ლეონარდი, კიმ კარდაშიანის ნათლიაა.

33. მისი პირველი მანქანა იყო BMW, რომელიც მამამ მეთექვსმეტე დაბადების დღეზე აჩუქა.

34. არის ელიზაბეტ ტეილორის დიდი თაყვანისმცემელი, შეძენილი აქვს მსახიობის სამი სამკაული, რომელშიც $240 000 აქვს გადახდილი.

35. მისი საყვარელი პარიზული რესტორანია Ferdi, რომელსაც ასევე, რიანა და კაილი ჯენერიც ხშირად სტუმრობენ.

36. არ უყვარს ცხარე საჭმელი და ობიანი ყველი.

37. 2012 წელს მის ძაღლი, ჩიხუახუა, სახელად დოლჩე კოიოტმა მოკლა.

38. კიმ კარდაშიანმა პირველი სურათი Instagram-ზე 2012 წლის 20 თებერვალს გამოაქვეყნა.

Instagram-ის პირველი პოსტი

39. ნებისმიერ სამკაულს გაკეთებამდე ათბობს ფენით, ვინაიდან სხეულზე ცივი შეხება არ სიამოვნებს.

40. თავისუფალ დროს უპირატესობას დეტექტიური სერიალების ყურებას ანიჭებს.

კომენტარები