ზაზა სარალიძე

ზაზა სარალიძე მთავარ პროკურატურაში შეუშვეს

ზაზა სარალიძე მთავარ პროკურატურაში შეუშვეს. როგორც მან აღნიშნა, მისთვის ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ შეხვდება მას.

სარალიძის თქმით, მთავარი კითხვა, რომელზეც მას პასუხის მიღება სურს, იგივეა - "მთავრი კითხვა იქნება ვინ მოკლა ჩემი შვილი, რა პასუხებით გამოვალ არ ვიცი", - ამბობს ზაზა სარალიძე.

მთავარ პროკურატურასთან სარალიძის მხარდასაჭერად ევროპული საქართველოს წევრები, გიგი უგულავა და სერგო რატიანი, მივიდნენ.

შეგახსენებთ, რომ სარალიძე დილიდან პროკურატურის ეზოსთან იმყოფებოდა და მთავარ პროკურორ შალვა თადუმაძესთან შეხვედრას ითხოვდა. მან პროკურატურის ეზოში შესლა სცადა, საიდანაც იგი ძალის გამოყენებით გამოიყვანეს, რა დროსაც მან თვითდაზიანებები მიიყენა.

კომენტარები