თქვენო უწმიდესობავ, ძვირფასო ძმაო და თანამწირველო, უკვე 10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ღვთის მეოხებით, პირველიერარქის ჯვარს ატარებთ. მთელი ამ დროისა და მთელი თქვენი ცხოვრების განმავლობაში უზარმაზარი ინტელექტუალური და სულიერი ძალისხმევა ჩადეთ, რათა საკუთარი წვლილი შეგეტანათ არამხოლოდ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გაძლიერებისთვის, არამედ მართლმადიდებლობის განმტკიცებისათვის. გილოცავთ. თქვენი მისიონერული ძალისხმევით არაერთი ეკლესია და მონასტერი გაიხსნა, შეიქმნა განათლების, კულტურისა და საქველმოქმედო ცენტრები. გისურვებთ ხანგრძლივ, ღვთისგან კურთხეულ მსახურებას. ჩვენს რთულ და მოულოდნელობებით სავსე დროს ჩვენ ყველას ჩვენი პირადი გამოცდა გვაქვს, ჩვენი პირადი პრობლემები, მაგრამ ახლა, თქვენც და ჩვენც და მთელი მართლმადიდებელი სამყარო საერთო გამოწვევის წინაშე დავდექით და ბევრი რამ არის ჩვენს ქმედებებზე დამოკიდებული იმაში, თუ როგორ ვიცხოვრებთ ხვალ. დიდია ეს გამოწვევა, უზარმაზარია ჩვენი პასუხისმგებლობა ღვთისა და ერთმანეთის წინაშე. მიუხედავად განვითარებული მოვლენებისა, იმედს ვიქონიებთ, რომ თქვენი წინდახედულობით, ჩვენი საერთო ლოცვითა და ძალისხმევით და, უპირველეს ყოვლისა, ღვთის მადლით, ყველა ერთად შევძლებთ შევინახოთ მართლმადიდებული მრწამსი და ღვთის საქმეები. ღმერთმა დაგლოცოთ
საქართველოს საპატრიარქო
ილია II პატრიარქ კირილს: ღმერთმა დაგლოცოთ, გისურვებთ ხანგრძლივ, ღვთისგან კურთხეულ მსახურებას
tbl.ge/3g6q
დაკოპირდა

პატრიარქი ილია მე-2 რუსეთის პატრიარქ კირილს ინტრონიზაციის 10 წლისთავს ულოცავს.
ამავე თემაზე
- "3 წელი ვცდილობდი პატრიარქთან შეხვედრას" - როსტომ მაზმიშვილს პატიმრობა შეეფარდა
- პირს, ვინც საპატრიარქოს ეზოში მანქანით შევარდა, ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაენიშნა
- 1 არხი: საპატრიარქოს ეზოში მანქანა შევარდა, რომელმაც ჭიშკარი მოგლიჯა
- საქართველოს საპატრიარქო: მსოფლიო პატრიარქმა შიო III კონსტანტინოპოლში მიიწვია
- მეუფე ანტონი: სინოდზე დავაყენებთ ბავშვების წამლის, პატიმრობების საკითხებს




