ქართული ოცნება

ხუნდაძე: ბესელიას გარიცხვის საკითხი არ დამდგარა დღის წესრიგში, ის ჩვენი გუნდის წევრია

ეკა ბესელიას გარიცხვის საკითხი არ დამდგარა დღის წესრიგში, ის არის ჩვენი გუნდის წევრი, ასევე, გედევან ფოფხაძე არის ჩვენი გუნდის წევრი, ასევე, ჩვენი მეგობარი, მაგრამ მეგობრობა არ არის მანდატი იმისა, რომ პროცედურები ირღვეოდეს

უმრავლესობის დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ფრაქცია ქართული ოცნების სხდომის დასრულების შემდეგ. ცნობისთვის, ერთი კვირის წინ ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა თავმჯდომარის პოსტი დატოვა და ამის მიზეზად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი დაასახელა. მან თანამდებობის დატოვებამდე თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე წარადგინა. პროცედურების დარღვევის და გუნდთან შეუთანხმებლობის მიზეზით, "ოცნებამ" გედევან ფოფხაძე კომიტეტიდან გაიწვია.

კომენტარები