ქართული ოცნება

ხუნდაძე: ფოფხაძე ჩვენი მეგობარია, მაგრამ ეს არ არის მანდატი, რომ პროცედურები ირღვეოდეს

ეკა ბესელიას გარიცხვის საკითხი არ დამდგარა დღის წესრიგში, ის არის ჩვენი გუნდის წევრი, ასევე, გედევან ფოფხაძე არის ჩვენი გუნდის წევრი, ასევე, ჩვენი მეგობარი, მაგრამ მეგობრობა არ არის მანდატი იმისა, რომ პროცედურები ირღვეოდეს

ქართული ოცნების დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე გედევან ფოფხაძის იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გაწვევაზე. ცნობისთვის, ერთი კვირის წინ ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა თავმჯდომარის პოსტი დატოვა და ამის მიზეზად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი დაასახელა. მან თანამდებობის დატოვებამდე თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე წარადგინა.

კომენტარები