ხორავას ქუჩის საქმე

სარალიძე: გამიხარდებოდა, აქ თუ დადგამდნენ ნაძვის ხეს, დავეხმარებოდით ბავშვების გართობაში

ძალიან გამიხარდებოდა, აქ თუ დადგამდნენ ნაძვის ხეს, დავეხმარებოდით იმ ბავშვების გართობაშიც, თუნდაც ნაძვის ხის აწყობაშიც და რაღაც წვლილს შევიტანდით ჩვენც, რასაც ჩვენს შვილებს ვეღარ ვუკეთებთ, სხვებს გავუკეთებდით

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე ITV-სთან საუბარში. ის, პანკისის სპეცოპერაციის დროს დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამასთან ერთად, რამდენიმე თვეა, რუსთაველის გამზირზე აქციას მართავს. მათ კარვები აქვთ გაშლილი და ღამეებს იქ ათენებენ. ამის გამო, თბილისის მერიამ მთავარი საახალწლო ნაძვის ხის ადგილმდებარეობა რესპუბლიკის მოედანზე გადაიტანა.

კომენტარები