ელონ მასკი

ელონ მასკი: მსოფლიოს შესაცვლელად ადამიანები 80-დან 100 საათამდე უნდა მუშაობდნენ

Tesla-ს დამფუძნებელმა, ელონ მასკმა, Twitter-ზე დაწერა, რომ ადამიანებმა კვირაში 80-დან 100 საათამდე უნდა იმუშაონ იმისთვის, რომ "მსოფლიო შეცვალონ". 

"გაცილებით მარტივი სამუშაოები არსებობს, თუმცა არავინ ცვლის წესს, რომ ადამიანები კვირაში 40 საათს უნდა მუშაობდნენ" - ამბობს მასკი. 

Twitter-ის ერთერთმა მომხმარებელმა მასკს ჰკითხა, რამდენ საათს უნდა მუშაობდნენ ადამიანები კვირის განმავლობაში, რომ მათ "მსოფლიო შეცვალონ", მასკმა კი უპასუხა, რომ ეს კონკრეტულ ადამიანზეა დამოკიდებული, თუმცა მისი აზრით, ეს დრო 80-დან 100 საათამდე უნდა მერყეობდეს. 

Business Insider-ი შეეცადა, რომ კომპანია Tesla ამ საკითხზე ჩაეწერა, თუმცა მათ კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს. SpaceX-დან და The Boring Company-დან გამოცემა პასუხს ამ დრომდე ელოდება. 

Recode-თან ინტერვიუში, რომელიც ნოემბერში გამოქვეყნდა, მასკმა თქვა, რომ ის კვირაში 120 საათს მუშაობდა მაშინ, როდესაც ყველა დანარჩენი Tesla-ში 100 საათს მუშაობდა ეს იმ დროს, როდესაც ახალი სედანი Model 3-ის გაყიდვები საგრძნობლად გაიზარდა. მისი თქმით, Tesla იმ პერიოდში გაზრდილმა სამუშაო საათებმა გადაარჩინა. 

"მის გადასარჩენად სხვა გზა არ არსებობდა" - თქვა მასკმა. 

Business Insider-თან საუბრისას კომპანია Tesla-ს წარმომადგენლებმა გრძელი სამუშაო საათები განიხილეს. მათი ნაწილი ამბობს, რომ სამუშაო საათები ნორმალურია, ნაწილი კი ამბობს, რომ მათ კვირაში 70 საათი მუშაობა ურჩევნიათ. 

კომენტარები