ელონ მასკი

ელონ მასკი: ადამიანებისთვის სახლებიდან გამოსვლის აკრძალვა ფაშისტურია

CNN.com

Tesla-ს დამფუძნებლის, ელონ მასკის თქმით, ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო ადამიანებისთვის სახლიდან გასვლის შეზღუდვა "ფაშისტურია".

მილიარდერმა ამის შესახებ ვრცლად მას შემდეგ ისაუბრა, რაც ტვიტერზე პოსტი "გაათავისუფლეთ ამერიკა ახლავე" დაწერა და ამას ხალხის მხრიდან კრიტიკა მოყვა..

"ადამიანების ძალით დატყვევება სახლებში მათი კონსტიტუციური უფლებების საწინააღმდეგოდ, ჩემი აზრით, ხალხის თავისუფლების შეზღუდვაა საშინელი და არასწორი გზებით. და არა ის, რატომაც ისინი ამერიკაში მოვიდნენ და ეს ქვეყანა ააშენეს", - თქვა ელონ მასკმა.

მისი თქმით, სახელმწიფომ ადამიანებს თავისუფლება უკან უნდა დაუბრუნოს.

"თუ ვინმეს სახლში დარჩენა სურს, დიდებულია, მათ შეუძლიათ, დარჩნენ სახლში და არ გამოვიდნენ იქიდან. თუმცა, იმის თქმა, რომ ადამიანებს არ შეუძლიათ სახლების დატოვება და ასე ქცევის შემთხვევაში პატიმრობა ემუქრებათ - ფაშისტურია. არ არის დემოკრატია. არ არის თავისუფლება. დაუბრუნეთ ხალხს თავისუფლება", - თქვა ელონ მასკმა.

მისივე თქმით, Tesla მოახერხებს ახალი კორონავირუსის შემდეგ არსებობას, თუმცა პატარა კომპანიები ამას ვერ შეძლებენ. 

"ყველაფერი, რისთვისაც ხალხმა მთელი ცხოვრება იშრომა, მიმდინარე დროში ნადგურდება. ვფიქრობ, ხალხი ძალიან გაბრაზდება ამ ყველაფერზე და ისინი უკვე გაბრაზებულები არიან", - თქვა ელონ მასკმა.

კომენტარები