ელონ მასკი

ელონ მასკსა და გრაიმსს შვილი შეეძინათ - ბავშვს X Æ A-12 დაარქვეს

მილიარდერმა ფოტოები ტვიტერზე გამოაქვეყნა.

ელონ მასკა და მის შეყვარებულს, გრაიმსს, პირველი შვილი შეეძინათ - ბიჭს სახელად X Æ A-12 დაარქვეს.

"დედა და ბავშვი კარგად არიან", - დაწერა ელონ მასკმა ტვიტერზე.

Tesla-ს დამფუძნებელმა სოციალურ ქსელში ბავშვის ფოტოც გამოაქვეყნა, სადაც ახალშობილს სახეზე "ფილტრები" ადევს.

ელონ მასკი და გრაიმსი ერთმანეთს 2018 წლიდან ხვდებიან. ისინი ერთად პირველად Met Gala-ზე გამოჩნდნენ და გამოაცხადეს რომ ურთიერთობა აქვთ.

კომენტარები