პრემიერმინისტრის ანგარიში 2018

ბახტაძე: 2019-2020 წლებში 7526 სამხედროს ხელფასი გაეზრდება, 1634-ს ბინა გადაეცემა

მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერმინისტრის, მამუკა ბახტაძის თქმით, 2019-2020 წლებში 7526 სამხედროს ხელფასი გაეზრდება, 1634-ს კი ბინა გადაეცემა. 

პრემიერმინისტრმა ეს განცხადება 2018 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას გააკეთა. 

"ქართველი ჯარისკაცები ითვლებიან - და ეს არ არის მხოლოდ ჩემი შეფასება, ეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეფასებაა - ყველაზე უფრო წარმატებულ პროფესიონალ ჯარისკაცებად. 

გვინდა მეტი დრო და რესურსი დავუთმოთ სოციალურ საკითხებს ჩვენი ჯარისკაცებისთვის. მიმდინარე წელსუკვე რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ჯანდაცვის ნაწილი - ქუთაისში გავხსენით ძალიან მნიშვნელოვანი სამედიცინო ცენტრი ჩვენი სამხედროებისთვის. მომავალ წელს, ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სამედიცინო ცენტრი გაიხსნება. მომავალ წელს, ამავე დროს განსაკუთრებული აქცენტი გვსურს გავაკეთოთ სხვა სოციალურ პროექტებზე. 2019-2020 წლებში ხელფასები, წოდების მიხედვით, 7526 სამხედროს გაეზრდება და 1634 ქართველი სამხედრო ბინით დაკმაყოფილდება", - თქვა ბახტაძემ. 

კომენტარები