პრემიერმინისტრის ანგარიში 2018

კალაძე: ქვეყანაში ბევრი პრობლემაა, გამოწვევები, რომლებსაც სჭირდება ღირსეული პასუხები

არ დარჩენილა დარგი, რომელსაც პრემიერი არ შეეხო და არ ისაუბრა განხორციელებულ პროექტებზე, რომლებიც მოხერხდა ამ ერთი წლის განმავლობაში- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, პრემიერმინისტრის, მამუკა ბახტაძის მიერ მთავრობის წლიური ანგარიშის წარდგენის შეფასებისას თქვა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ყველაფერი, რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაკეთდა და განხორციელდა სხვადასხვა მიმართულებით. თუმცა, კალაძე ამბობს, რომ ქვეყანა კიდევ ბევრი პრობლემის და გამოწვევის წინაშე დგას. 

"ქვეყანაში არის კიდევ ბევრი პრობლემა, გამოწვევები, რომლებსაც სჭირდება ღირსეული პასუხები და ეს ასეც იქნება. ასევე, პრემიერმა ისაუბრა რეფორმაზე განათლების მიმართულებით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე რომელიც მომავალ წელს განხორციელდება. ერთ-ერთი არის ახალი მიწისზედა მეტროს პროექტის განხორციელება დედაქალაქში. სამგორიდან ლილოს მიმართულებით დაახლოებით რვა ახალი მეტროსადგური აშენდება ამ პროექტის ფარგლებში და ასევე შესაძლებელი იქნება სამგორიდან აეროპორტის მიმართულებით მოემსახუროს მიწისზედა მეტრო მგზავრებს. დაახლოებით 80 მილიონი დაიხარჯება ამ პროექტზე. უახლოეს დღეებში გამოცხადებული იქნება პროექტზე ტენდერი და წლის ბოლომდე გვექნება სრული ინფორმაცია, მონაცემები პროექტის შესახებ და დავიწყებთ განხორციელებას",- თქვა კახა კალაძემ. 

დღეს მამუკა ბახტაძემ 2018 წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა.

კომენტარები