ნიკა რურუა

პატრიარქმა ნიკა რურუას ოჯახს სამძიმრის წერილი გაუგზავნა

ipress

კათალიკოს-პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო ნიკა რურუას პანაშვიდზე მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებთან თქვა, პატრიარქის სამძიმრის წერილი მიიტანა. 

"ჩვენ მოვიტანეთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორის სამძიმრის წერილი. დავლოცეთ მისი სული და ვლოცულობთ მისი სულის შეწყალებისთვის. ღმერთმა აცხონოს და გაანათლოს. ის იყო ადამიანი, რომელიც ალბათ სადაც არ უნდა წასულიყო ყველგან დიდი წარმატებას მიაღწევდა." - თქვა მეუფე შიომ. 

პოლიტიკოსი, ოპოზიციური გაერთიანება ძალა ერთობაშია-ს წევრი ნიკა რურუა 4 დეკემბერს, 50 წლის ასაკში გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით, ის სავარაუდოდ, გულის შეტევით არის გარდაცვლილი.

კომენტარები