ნიკა რურუა

სააკაშვილი რურუაზე: ცარიელი გული იყო, ცრემლები მახრჩობს, ხვალ მოდიოდა ჩემთან ევროპაში

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, მწუხარებას გამოთქვამს ნიკა რურუას გარდაცვალების გამო.

"ჩემი სულიერი ძმა ნიკუშა რურუა... ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე ქართველი და საქართველოზე გადამკვდარი პატრიოტი.. ცარიელი გული იყო...ცრემლები მახრჩობს... ხვალ მოდიოდა ჩემთან ევროპაში... rest in peace, brother!... აუცილებლად მივიყვანთ შენს, ჩვენს საქმეს გამარჯვებამდე!", - წერს სააკაშვილი საკუთარ Facebook გვერდზე.

პოლიტიკოსი, ოპოზიციური გაერთიანების "ძალა ერთობაშია" წევრი ნიკა რურუა 50 წლის ასაკში გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.

კომენტარები