გიორგი მარგველაშვილი

მარგველაშვილი: შეიძლება ითქვას, რომ მე და ივანიშვილი ხასიათში ვერ შევეწყვეთ

ჩემი ურთიერთობა საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილთან, ჩემი გაპრეზიდენტების პირველივე დღეებში შეწყდა. შეიძლება ითქვას, ხასიათში ვერ შევეწყვეთ.

ურთიერთობა თავიდანვე გაფუჭდა და გამოსწორების მცდელობა არც გვქონია. შედეგად კი, იმ პარტიამ, რომლის სახელითაც არჩევნებში მონაწილეობა მივიღე, პრეზიდენტის უფლებები შეზღუდა და ჩემი დისკრედიტაცია დაიწყო. ბოლოს კი აგრესიული რიტორიკა წამოვიდა ჩემს მიმართ, რამაც ჩემი აზრით, მმართველ პარტიას და მთლიანად ქვეყანას ზიანი მიაყენა. 

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი BBC-ის რუსულენოვან ბიუროსთან ინტერვიუში.

კომენტარები