არჩევნები 2018

კახიძე: ბათილდება ბიულეტენები, სადაც შემოხაზულია ვაშაძე და გადახაზულია ზურაბიშვილი

ქართული ოცნების კონტროლქვეშ მყოფი საუბნო საარჩევნო კომისიები აბათილებენ ბიულეტენებს, სადაც შემოხაზულია ვაშაძე და გადახაზულია ზურაბიშვილი.

როგორც ჩანს, ასეთი მითითება აქვთ "ზემოდან", პროცენტის გაზრდა სურთ.

სრულად გადასახედი იქნება ბათილად ცნობილი ბიულეტენები. ბევრი შემთხვევა დაგროვდა უკვე ასეთი. თითო უბანზე ათეულობით ბიულეტენს აბათილებენ.

"ევროპული საქართველოს" დეპუტატი, ოთო კახიძე ამის შესახებ ფეისბუქზე წერს.

კომენტარები