მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა შემცირდა, რძის და ხორცის წარმოება გაიზარდა
საქსტატი
tbl.ge/39vp
დაკოპირდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის III კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.4% შემცირდა და 923 ათასი სული შეადგინა.
ფოტო: საქსტატიაქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 454.1 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 6.9%-ით ჩამორჩება. ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 4%-ით გაიზარდა და 980.9 ათას სულს მიაღწია.
ფოტო: საქსტატიღორების რაოდენობა 237.6 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 3.1%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.
ფოტო: საქსტატირინველის რაოდენობამ 9.6 მლნ. ფრთა შეადგინა, რაც 4.1%ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ფოტო: საქსტატირაც შეეხება წარმოებას, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის III კვარტალში რძის წარმოებამ 162.1 მლნ. ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 10.1%ით მეტია.
ფოტო: საქსტატიხორცის წარმოებამ 14.5 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2017 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 2.1%ით მეტია.
ფოტო: საქსტატიგარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 148 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 3.2%-ით აღემატება.