ხორავას ქუჩის საქმე

გოცირიძე უმრავლესობას: სარალიძეს 1 კარავი არ ჩაადგმევინეთ და სანაცვლოდ მიიღეთ 16

დამნაშავეების ხელის დამფარებლების რიგებში დაემატეთ თქვენ. მოტივაცია შეიძლება იყოს ის კადრები, რაზეც ილაპარაკა სუბელიანმა, რომელმაც ამხილა ეს ხელისუფლება და მთელი დანაშაულებრივი სისტემა, რომელმაც ფაქტობრივად ყველა დანაშაულში მონაწილეები. ხორავას ქუჩის საქმე იქნება აუცილებლად გამოძიებული და ნუ გეპარებათ ამაში ეჭვი. ნახევარი წლის განმავლობაში თქვენ ამბობდით რომ კარვის დადგმა თურმე არ შეიძლება. სარალიძეს ერთი კარავი არ ჩაადგმევინეთ და მიიღეთ 16 კარავი. აი ასე, რამდენად გაჯიუტდებით და რამდენად დააფარებთ დამნაშავეს ხელს, იმდენად იქნებით დანაშაულის თანამონაწილეები.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომან გოცირიძე, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე უმრავლესობას მიმართავს.

კომენტარები