ხორავას ქუჩის საქმე

ლომია უმრავლესობას: რით ვერ გამოიძიეთ სარალიძის საკითხი? კენედის მკვლელობა ხომ არ არის?

რა გახდა ზაზა სარალიძის შვილის მკვლელის საკითხის გამოძიება ვერ გავიგე, რით ვერ გამოიძიეთ, კენედის მკვლელობა ხომ არ არის? რით ვერ გამოიძიეთ, ხომ ხედავთ, რომ პოლიტიზირებული გახდა ეს საკითხი. აგერ ნაციონალური მოძრაობა იყენებს ამას პოლიტიკური ქულების დასაწერად. რა გახდა ამ საქმის გამოძიება, რატომ არ გამოვიდა პროკურატურა და არ ჩაატარა ბრიფინგი და არ თქვა, რომ ეს საქმე დასრულდა, გამოვიძიეთ და დადგინდა ესა და ეს. მაგრამ ამასთან ერთად კიდევ ერთი ბრიფინგი უნდა ჩაატაროს პროკურატურამ იმ შვილ მოკლულ მამებთან და დედებთან, რომ მართლები იყვნენ. იმ შვილების მკვლელობაზე უნდა ჩაატარონ ბრიფინგი, რომლებიც იყვნენ მოკლულნი, სისტემის და ხელისუფლების მიერ 2004 წლიდან 2012 წლამდე. იმიტომ რომ ის მამები და დედები ელოდებიან პასუხს ხელისუფლებისგან. 

პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, პატრიოტთა ალიანსის დეპუტატმა, გიორგი ლორიამ უმრავლესობის წევრებს მიმართა. 

კომენტარები