აშშ-რუსეთი

გორბაჩოვი ტრამპს ბირთვული ძალების შეთანხმებიდან შესაძლო გასვლის გამო აკრიტიკებს

საბჭოთა კავშირის ყოფილი პრეზიდენტი მიხაილ გორბაჩოვი მიიჩნევს, რომ აშშ-ის მიერ ბირთვული ძალების შეთანხმების დატოვება დაუშვებელია

გორბაჩოვმა, აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი "ბირთვული ძალების შეთანხმების" დატოვებასთან დაკავშირებით გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ შეთანხმებიდან აშშ-ს გასვლა ბირთვულ განიარაღებას საფრთხეს უქმნის და ეს უპასუხისმგებლო ნაბიჯია.

მისი თქმით, აშშ-ს გასვლით, ბირთვული იარაღის წინააღმდეგ ყველა ის ძალისხმევა და ბრძოლა, რაც აქამდე ყოფილა, ფაქტობრივად, განულდება. 

ბირთვულ შეთანხმებას სწორედ მიხაილ გორბაჩოვმა და აშშ-ს მაშინდელმა პრეზიდენტმა, რონალდ რეიგანმა მოაწერეს ხელი 1987 წელს. 

ხელშეკრულებით ხმელეთზე განთავსებული, საშუალო - 500-500 კმ (310-3,400 კილომეტრი) დიაპაზონის რაკეტები იკრძალება. დოკუმენტი კრძალავს, შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა, შექმნან ან დატესტონ საშუალო დიაპაზონის ბირთვული რაკეტები. 

დონალდ ტრამპის თქმით, რუსეთი უკვე დიდი ხანია ამ შეთანხმებას არღვევს. აშშ ამტკიცებს, რომ რუსებმა გარიგების დარღვევით შეიმუშავეს ახალი საშუალო დიაპაზონის რაკეტა, სახელწოდებით ნოვატორი 9M729 - ნატოსთვის ცნობილი, როგორც SSC-8. 

რუსეთი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ თუ აშშ შეთანხმებიდან გავა, შესაბამის ზომებსაც მიიღებს. 

ეს გადაწყვეტილება, ანალიტიკოსების შეფასებითაც არასწორია და ბირთვული იარაღის გამოყენების კონტროლისთვის რეგრესული ნაბიჯია. 

კომენტარები