დინამო არენაზე უეფას ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ანდრორას ნაკრები 3:0 დაამარცხა.
შეხვედრაში გოლები 33-ე და 84-ე წუთებზე ვაკო ყაზაიშვილმა, ხოლო დამატებულ მესამე წუთზე ჯაბა კანკავამ გაიტანეს.
16 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები რიგაში ლატვიას დაუპირისპირდება.