დონალდ ტრამპი

ტრამპი: ტეილორ სვიფტის მუსიკა 25%-ით ნაკლებად მომწონს

ტეილორ სვიფტის მიერ ორი დემოკრატი კანდიდატის შუალედურ არჩევნებში მხარდაჭერის შემდეგ დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი მუსიკა 25 %-ით ნაკლებად მოსწონს. 

ტეილორ სვიფტი აქამდე თავს არიდებდა თავის პოლიტიკური სიმპათიებზე საუბარს, თუმცა, მისი თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა მისი დამოკიდებულება შეცვალა. მან საჯაროდ დაუჭირა მხარი ტენესის შტატის ორ დემოკრატ კანდიდატს და გააკრიტიკა რესპუბლიკელი კანდიდატი, მარშა ბლექბერნი ოჯახური ძალადობის და თანასწორი ანაზღაურების კანონმდებლობის წინააღმდეგ ხმის მიცემის გამო. 

"მე ვერ მივცემ ხმას მას, ვინც არ იბრძოლებს ყველა ამერიკელის ღირსებისთვის, მათი კანის ფერის, გენდერის ან ორიენტაციის მიუხედავად. ტენესის შტატში მაშა ბლექბერნი იყრის კენჭს. ძალიან მინდა ქალს მივცე ხმა, ისე როგორც ამას ადრე ვაკეთებდი, მაგრამ მას მხარს ვერ დავუჭერ, რადგან მისი ხმის მიცემის ჩანაწერები მაშინებს. მან ხმა მისცა ქალების თანასწორი ანაზღაურების წინააღმდეგ, მან ხმა მისცა ქალების მიმართ ძალადობის და თვალთვალის ამკრძალავი აქტის აღდგენის წინააღმდეგ." - წერს სვიფტი Instagram-ის პოსტში, რომელსაც უკვე 1.8 მილიონი მომწონებელი ჰყავს. 

"ბლექბერნი არაჩვეულებრივი ქალია, არამგონია ტეილორ სვიფტმა მის შესახებ რამე იცოდეს" - ამბობს ტრამპი. Twitter-ის ძველ პოსტებში ტრამპი აღწერდა სვიფტს, როგორც "არაჩვეულებრივს" და "საოცარს" და მადლობა გადაუხადა, რომ მასთან ერთად ფოტო გადაიღო.

 

 

კომენტარები