დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი: გერმანია რუსეთის მძევალია

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამბობს, რომ რუსეთს გერმანიაზე სრული კონტროლი აქვს დამყარებული და გერმანია რუსეთის მძევალია. 

ამის შესახებ ტრამპმა ბრიუსელის სამიტის წინ ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრისას თქვა.

თეთრი სახლის ლიდერმა, ბერლინის მხრიდან პროექტ "ჩრდილოეთის ნაკადი-2"-ის მხარადაჭერა გააკრიტიკა. 

„რუსეთი გერმანიას სრულად აკონტროლებს. ახალი გაზსადენის აშენების შემდეგ ბუნებრივი გაზის მიწოდების 70% რუსეთიდან შემოვა. ჩვენ უნდა დაგიცვათ, თქვენ კი მილიარდობით დოლარს რუსეთს უხდით. ჩვენ ამას ყურადღება უნდა მივაქციოთ“- მიმართა ტრამპა სტოლტენბერგს.

ალიანსის ლიდერმა კი უპასუხა, რომ შესაძლოა ალიანში უთანხმოება არსებობს, თუმცა ისინი ერთად უფრო ძლიერები არიან, ვიდრე ცალ-ცალკე. 

"რამდენადაც ვხვდები, გერმანია რუსეთის მძევალია",- საპასუხოდ აღნიშნა ტრამპმა. 

სტოლტენბერგმა ამერიკელ სტუმარს კიდევ ერთხელ დაათვალიერებინა ნატოს ახალი შენობა. აშშ-ს პრეზიდენტი ნატოს პირველი ლიდერია, ვისაც სამიტზე ალიანსის გენერალური მდივანი ხვდება.

11-12 ივლისს ბრიუსელში ნატოს სამიტი იმართება. 

კომენტარები