NBA

ზაზა ფაჩულიას დებიუტი და 10 ქულა "დეტროიტ პისტონსში"

NBA-ს ახალი სეზონის წინ, ზაზა ფაჩულიას "დეტროიტ პისტონსმა" "ოკლაჰომა" 97:91 დაამარცხა. ქართველმა ცენტრმა ახალი კლუბის შემადგენლობაში დებიუტი 10 ქულით აღნიშნა.

ფაჩულია სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა. ჯამში, მას აქტივში 10 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და 1 ბლოკი აქვს. ვეტერანმა კალათბურთელმა ბურთი ორჯერ დაკარგა.

ზაზა ფაჩულიას გუნდი მომდევნო მატჩს 6 ოქტომბერს "სან ანტონიოსთან" ჩაატარებს.

მატჩის მიმოხილვა:

.

კომენტარები