თბილისის მერია

კალაძე: ე.წ. ექსპერტები, უქნარები საუბრობენ ვაკის პარკზე, სარეაბილიტაციო საქმიანობებზე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე დედაქალაქში არსებული სარეკრეაციო ზონების, მათ შორის, ვარკის პარის რეაბილიტაციაზე ისაუბრა.

კალაძის თქმით, იგეგმება ვაკის პარკისა და სხვა პარკების მოსაწესრიგებელი სამუშაოები. თბილისის მერის ინფორმაციით, დიღმის ტყე-პარკის დიდი ნაწილი გასხვისებულია, დედაქალაქის მერია კი დაინტერესებულია გამოისყიდოს აღნიშნული მიწები. დიღმის ტყე-პარკზე საუბრისას კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ ტერიტორია, სადაც პარკია განთავსებული ლანდშაფტური ზონაა და ნებისმიერი სახის მშენებლობა აკრძალულია.

"პირიქით გახარებულები უნდა იყვნენ ეს ადამიანები და ამ ქალაქში მაცხოვრებლები იმ პროექტებით, რომლებიც ქალაქში ხორციელდება. გამოდიან ე.წ. ექსპერტები, რომლებსაც ცხოვრებაში არაფერი შეუქმნიათ, არაფერი არ გაუკეთებიათ, ჩვეულებრივი უქნარა ადამიანები და საუბრობენ ვაკის პარკზე, სარეაბილიტაციო საქმიანობებზე, გარწმუნებთ, რომ არაფერი არ შეუქმნიათ. ერთადერთი, რითაც დაამახსოვრებს თავი იყო, წითელ ბაღში 4 ძირი ხე დარგეს და ისინიც გახმა. აი ეს არის მოცემულობა. შესაბამისად, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაკის პარკსაც მოვაწესრიგებთ და სხვა პარკებს, დიღმის ტყე-პარკი, უნდა ითქვას, რომ იქ ტერიტორიების დიდი ნაწილი გასხვისებულია, ეს არის ლანდშაფტური ზონა, სარეკრეაციო ზონა და ყველა მინდა აქედანვე გავაფრთხილო, რომ იქ მშენებლობა რაიიმე სახის არის წარმოუდნგენელი, ერთადერთი, ვინც დაინტერესებულია იმაში, რომ ეს ნაკვეთები დაიბრუნოს, გამოისყიდოს, ეს არის დედაქალაქის მერია" - თქვა კახა კალაძემ.

კომენტარები