მოდა

მოდის სახლი VERSACE შესაძლოა 2 მილიარდ დოლარად გაიყიდოს

harper's bazaar

მოდის სახლი ვერსაჩე, შესაძლოა, Michael Kors-მა შეისყიდოს.

Reuters-ის ინფორმაციით, ამერიკული ბრენდი Michael Kors იტალიური მოდის სახლის ყიდვას 2 მილიარდ ამერიკულ დოლარად აპირებს.

ვერსაჩე ორმოცი წლის წინ ჯიანი ვერსაჩემ დაარსა. მოდის სახლის 80%-ს დღემდე ვერსაჩეების ოჯახი ფლობს, 20%-ს კი ამერიკული კომპანია The Blackstone Group.

გასულ წელს Michael Kors-მა 900 მილიონ ამერიკულ დოლარად Jimmy Choo იყიდა.

გავრცელებული ინფორმაცია იტალიური მოდის სახლის გაყიდვის შესახებ, ვერსაჩემ და The Blackstone Group-მა უარყვეს.

კომენტარები