NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
მოდა

ჟან-პოლ გოტიემ კარიერის უკანასკნელი ჩვენება ჩაატარა - ფოტოები

ხუთშაბათი, 23 იანვარი, 2020 - 17:18
შუაში ჟან-პოლ გოტიე, მარჯვნივ კარლი კლოსი, მარცხვნი დიტა ვონ ტისი.
Valerio Mezzanotti
tbl.ge/4dwt
დაკოპირდა
კარენ ელსონი
კარლი კლოსი
ვინი ჰარლოუ
დიტა ვონ ტისი
ბელა ჰადიდი
ჯიჯი ჰადიდი

ლეგენდარულმა ფრანგმა დიზაინერმა, ჟან-პოლ გოტიემ, პარიზის ოტ კუტიურის მოდის კვირეულის ფარგლებში 50-ე საიუბილეო და თავისი უკანასკნელი ჩვენება ჩაატარა.

ჟან-პოლ გოტიემ მოდის სამყაროდან წასვლა გასულ კვირას დაანონსა და თქვა, რომ მისი ბოლო ჩვენება მოდაში მის მიერ გატარებული წლების აღნიშვნა იქნებოდა.

67 წლის ჟან-პოლ გოტიე ყოველთვის აცმევდა ყველანაირი სფეროს წარმომადგენელ ცნობილ ადამიანებს - იქნებოდა ეს ნიკოლ კიდმანი და ქეით ბლანშეტი, თუ ლედი გაგა და რიანა.

ფრანგი დიზაინერის შექმნილია მადონას საკულტო კონუსის ფორმის ლიფი [Cone Bra], რომელიც მომღერალს 1990 წლის ტურნეში ეცვა.

სწორედ ამიტომ, გასაკვირი არ იყო, რომ დიზაინერის უკანასკნელ ჩვენებაზე თავი ძალიან ბევრმა ცნობილმა ადამიანმა მოიყარა - ჩვენებაში მონაწილეობა მიიღეს ჯიჯი და ბელა ჰადიდებმა, კარლი კლოსმა, ირინა შეიკმა, დიტა ვონ ტისმა, კარენ ელსონმა და სხვებმა.

ჩვენებაზე გამომსვლელებზე არანაკლებ ცნობილები და წარმატებულები იყვნენ სტუმრები, მაგალითად - საფრანგეთის ყოფილი პირველი ლედი კარლა ბრუნი, ფრანგი დიზაინერი კრისტიან ლობუტანი, ასევე ფრანგი დიზაინერი და ჟან-პოლ გოტიეს ყოფილი მენტორი პიერ კარდენი და სხვები. 

კარლა ბრუნი, კრის ტომპსონი, ლარსენ ტომპსონი

ჟან-პოლ გოტიემ დიდი წვლილი შეიტანა მოდის ინდუსტრიისა და ოტ კუტიურის განვითარებაში. მან თავისი სახელობის მოდის სახლი 1982 წელს დაარსა, თუმცა მანამდე პიერ კარდენის ასისტენტად მუშაობდა და 1976 წელს თავისი პირველი ინდივიდუალური კოლექციაც შექმნა.

ფრანგი დიზაინერი ხშირად ხდებოდა კრიტიკისა და ასევე ქების ობიექტიც, პოდიუმზე მოდის სამყაროსთვის არადამახასიათებელი მოდელების გამოყვანისთვის - მასთან მუშაობდნენ ასაკში შესული მამაკაცი მოდელები, ასევე მოდელები, რომლებიც არ იყვნენ ძალიან გამხდრები და ჰქონდათ ბევრი ტატუები. დიზაინერი ხშირად აცვლევინებდა პოდიუმზე მოდელებს გენდერულ როლებს.

ჟან-პოლ გოტიე ერთადერთი დიზაინერია, რომელიც კანის კინოფესტივალის ჟიურის სრულუფლებიანი წევრი ყოფილა.

მოდაჟან-პოლ გოტიეჩვენებამოდელებიცნობილი ადამიანებიდიზაინერისაფრანგეთი

ამავე თემაზე

  • ხუთშაბათი, 13 თებერვალი, 2020 - 17:12მარკ ჯეიკობსმა ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე ჩვენება გამართა - ფოტოები
  • ხუთშაბათი, 23 იანვარი, 2020 - 18:59პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში ვალენტინოს ჩვენება გაიმართა - ფოტოები
  • ოთხშაბათი, 8 იანვარი, 2020 - 13:32მოდის ოქროს ხანა ჰარი ბენსონის ობიექტივში (PHOTOS)
  • პარასკევი, 22 ნოემბერი, 2019 - 16:28Kesha ქართველი დიზაინერის Davidsnow-ს სათვალით
  • ორშაბათი, 9 სექტემბერი, 2019 - 18:12კაია ბერგერს დაბადების დღეზე ისევე ეცვა, როგორც დედას სინდი კროუფორდს 1992 წელს

კომენტარები

ბოლო სიახლეები

ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და 1 წლით პატიმრობა მიესაჯა
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 14:12

ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და 1 წლით პატიმრობა მიესაჯა

როგორი ამინდი იქნება 14-16 ივლისს - სააგენტოს პროგნოზი
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 14:09

როგორი ამინდი იქნება 14-16 ივლისს - სააგენტოს პროგნოზი

უკრაინელებმა რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის კიდევ 15 ხომალდზე მიიტანეს იერიში
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 13:21

უკრაინელებმა რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის კიდევ 15 ხომალდზე მიიტანეს იერიში

რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 13:19

რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე

არასწორად იყო გაცემული მშენებლობის ნებართვები, რამაც გაამძაფრა პრობლემა - კობახიძე სტიქიაზე
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 13:10

არასწორად იყო გაცემული მშენებლობის ნებართვები, რამაც გაამძაფრა პრობლემა - კობახიძე სტიქიაზე

ყველაზე კითხვადი

ჩრდილოკორეელი მეეზოვეები რუსეთში მუშაობაზე უარს დაბალი ხელფასების გამო ამბობენ
1ჩრდილოკორეელი მეეზოვეები რუსეთში მუშაობაზე უარს დაბალი ხელფასების გამო ამბობენ
2რუსეთის ინტერესების სექცია: ქართველი მოსწავლეები ახალგაზრდულ პროექტში მონაწილეობდნენ
3სოფიო სიგუას გაჟღერებული ინფორმაცია ღირსების შემლახავია, გადაიდგმება ნაბიჯები – ადვოკატი
4"მონანიების არქონით, ელისაშვილმა ვერ დაიმსახურა მინიმუმი სასჯელი" - პროკურორი
5რუსთავი 2: იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕