ის ჩავიდა თურქეთში და თავის საჯარო გამოსვლაში სტამბოლს რამდენჯერმე უწოდა კონსტანტინოპოლი. მაშინ თურქეთი იყო ენერგეტიკისთვის ალტერნატიული წყარო, ის იყო დიდი მოკავშირე. მაშინ შემხვდა თურქეთის პრეზიდენტი და მითხრა, ძალიან გთხოვთ ეს ქალი აღარ გამოუშვათ აქ, მთავარი მოკავშირე რომ გეტყვის ამას. ეს იყო თუ არა რუსეთის საქმის გაკეთება? - ირიბად რა თქმა უნდა იყო. ზოგადად ეს იყო უკიდურესად დაულაგებელი ქალბატონი, შუა ვიზიტებში სადღაც გაქრებოდა ხოლმე. რუსეთში ჩვენ ელჩზე კოტე კემულარიაზე მითხრა რომ მისი მოწამლვა უნდოდა. ერთხელ თქვა რომ მე გირგვლიანის გამო გადავდექიო, და გირგვლიანის ამბავი მოხდა მისი გადადგომიდან რამდენიმე თვეში. იძახიან რას ჩამოიყვანე ეს ქალი -საფრანგეთის ელჩი იყო საქართველოში, ქართველმა მიაღწია ელჩობას საფრანგეთში, მაშინ ევროპაზე ბევრად უკეთესი წარმოდგენის ვიყავი. ახლა გავერკვიეთ რომ იქაც ბევრი ნაგავია, მაგრამ მაშინ ასე გვეგონა. ამ ქალს ჰქონდა იდეალური ბიოგრაფია. თანაც სულ ჩუმად იყო და იღიმებოდა. ბედი ხომ უნდა რომ ესეთი გიჟი შეგვრჩენოდა ხელში.
tbl.ge/352x
დაკოპირდა

ტელეკომპანია იბერიასთან ამბობს მიხეილ სააკაშვილი
ამავე თემაზე
- თუ ჩემი პოლიტიკა არ მოსწონდა, როგორ აღმოჩნდა ამ გაუგებრობაში, ენმ-ში - სააკაშვილი მელიაზე
- აბსოლუტური ნაძირალა, მოღალატე - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ნოღაიდელს დაუპირისპირდა
- სააკაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება - პენიტენციური
- სააკაშვილი: მე რომ გარეთ ვიყო, ამათ დავასრულებდი ერთ კვირაში
- ერთი საკნის დაშორებით ვართ, შეგვეძლო აქაც გაგვერკვია გაუგებრობა - სააკაშვილი მელიას




