სომხეთის საპარლამენტო არჩევნები

წინასწარი მონაცემებით, სომხეთის არჩევნებში აქტივობამ 58.9% შეადგინა, 2021 წელზე 9%-ით მეტი

Anadolu/Getty Images

სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა სრულმა აქტივობამ 58.9% შეადგინა. კერძოდ,  არჩევნებში მონაწილეობა 1 476 597-მა ამომრჩეველმა მიიღო.

სომხეთის წინა საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც 2021 წელს ჩატარდა, მონაწილეობა მოსახლეობის 49.4%-მა მიიღო. 

ცნობისთვის, 20:00 საათზე სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი დასრულდა და ხმების დათვლა დაიწყო.

კომენტარები