სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ 17:00 საათისთვის 48.92% შეადგინა, რაც წინა არჩევნებთან შედარებით დაახლოებით 10%-ით მეტია. 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა ზუსტი რაოდენობა 1 224 957-ს შეადგენდა.
ამის შესახებ სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა.
ცნობისთვის, 2021 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამ დროისთვის აქტივობა 38.52%-ს შეადგენდა.




