გადახედეთ მეგობრებო მთავრობას, ქვეყნის დირექტორი არის გაზპრომის აქციონერი. ვინ არის ქობულია? რომ იძახით ლამაზი მინისტრებიო, ჩვენ გვყავდა უბრალოდ ლამაზი მინისტრი ვერა ქობალია კი არა, ჩვენ გვყავდა ძალიან მაგარი მინისტრი ვერა ქობალია, რომელმაც შექმნა ტურისტული ინფრასტრუქტურა, რომელიც ამათ გააბანძეს. რუსეთიდან ჩამოიყვანეს ქობულია. რატომ ჩამოიყვანეს გახარია? რატომ არის რუსეთის მოქალაქე შს მინისტრი?
საიდანღაც მოთრეული, არარაობების და გრიგოლ ვაშაძის შედარება არ შეიძლება. გრიგოლ ვაშაძეთი, რომელმაც დაწყებული ვანუატუდან, დამთავრებული პერუთი გაუმართა სამკვდრო-სასიცოცხლო კამპანია რუსეთს არაღიარების შესახებ. ქობულია რა მოსატანია ამათთან ან ბახტაძე? ვიღაც ჩვეულებრივი შნირი, უკაცრავად, სხვა სიტყვა არ მაქვს, МГУ დამთავრებული.





