ავტოსაგზაო შემთხვევა

გლდანში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ქვეითის სიცოცხლე ემსხვერპლა

flickr

გლდანში ავტოსაგაზაო შემთხვევას ორი ქვეითის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთერთი გარდაცვლილი 3 წლის არის. შემთხვევა გუშინ ღამე მოხდა.

შსს-ში ტაბულას უთხრეს, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით და 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფის განსაცდელში მიტოვებას და მთვრალ მდგომარეობაში ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ლ.ა. მიმდინარე წლის 11 სექტემბერს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მართავდა საკუთარ ავტომანქანას, რა დროსაც ქვეითად მოსიარულეებს - 1991 წელს დაბადებულ ნ. მ.-ს და 2015 წელს დაბადებულ ნ. ჯ.-ს შეეჯახა, რომლებიც, მიღებული დაზიანებების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალნენ.

მომხდარ ფაქტზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები"- ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცახდებაში.

უწყების ინფორმაციით, მძღოლი დაკავებულია.

კომენტარები