მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილმა ლიბერთი ბანკის მფლობელს, ირაკლი რუხაძეს სასამართლო დავა მოუგო

Ukraine Today

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ლიბერთი ბანკის მფლობელს, ირაკლი რუხაძეს, ჰოლანდიაში სასამართლო დავა მოუგო. 

საქმე ეხება ბანკების შესახებ გაკეთებულ განცხადებას, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ირაკლი რუხაძე და ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ბიზნესინტერესების ლობირებასა და მოსახლეობის ინტერესების დაზარალებაში დაადანაშაულა. 15 მაისს სააკაშვილმა რუხაძეს ხალხის მტერი უწოდა.

რუხაძე სააკაშვილისგან ბოდიშს ითხოვდა. 

ჰოლანდიურმა სასამართლომ დაადგინა, რომ სააკაშვილის განცხადებები პოლიტიკურ გამოხატვას წარმოადგენდა, რითიც ის საჯარო პოლიტიკური დებატების ფორმატში ჯდებოდა.

"მათ ეგონათ, რომ ჰოლანდიის სასამართლო არის ბიძინას სასამართლოსავით, არის იმ სასამართლოსავით, რომელმაც ორი ყალბი განაჩენი გამომიტანა და მესამე გამოაქვს ახლა. ამათ ეგონათ, რომ აქაც ფულით იყიდება ყველაფერი. ჰოლანდიის მოსამართლეს დასჭირდა ერთი სხდომა, რომ ყველაფერზე ეთქვა უარი მათთვის, ყველაფერში გარკვეულიყო უცებ. საქართველოში როცა იქნება სამართლიანი სასამართლო, ერთი სხდომაც დასჭირდება, ყვლაფერი დადგენა თავის ადგილას. ეს არის განსხვავება ივანიშვილის სამართალსა და ნამდვილ ევროპულ სამართალს შორის. ეს არის მწარე გაკვეთილი ბიძინასთვის. ბიძინას ევროპაში ელის ევროპაში სასამართლო,"- ამბობს სააკაშვილი.

2017 წლის 16 ოქტომბერს ირაკლი რუხაძე ლიბერთი ბანკის მფლობელი გახდა. ლიბერთი ბანკი ახლა ქართუ ბანკს შესაძენად ბიძინა ივანიშვილთან აწარმოებს მოლაპარაკებას. 

ირაკლი რუხაძე მისი დაფუძნებული კიდევ ერთი კომპანიით, Hunnewell Partners-ით სხვა ინვესტორთა ქონებასთან ერთად პატარკაციშვილების აქტივებსაც განკარგავს. კომპანია ბიზნესებს აღმოსავლეთ ევროპაში, კერძოდ, ბალკანეთის ქვეყნებში, უკრაინასა და საქართველოში ფლობს. საქართველოში კომპანიის აქტივებში შედის: ბორჯომი, ტვ იმედი და რუსთავის მეტალურგიული ქარხანა.

კომენტარები