გურამ კაშია

"ჩიხურას" დირექტორი კაშიას: მე ვარ ის ერთი გულშემატკივარი და გამოცხადდი ნაკრების ყველა მატჩზე

ილიაუნი

"მეგობარო გურამ კაშია, მე ვარ ის ერთი შენი გულშემატკივარი და ნება იბოძე გამოცხადდი ნაკრების ყველა მატჩზე!", - ასე ეხმაურება საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ვიცე-კაპიტნის, გურამ კაშიას ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს საჩხერის "ჩიხურას" დირექტორი, ბერიკა შუკაკიძე.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა და საჩხერის "ჩიხურას" დირექტორმა ამის შესახებ ფეისბუქის გვერდზე დაწერა:

შეგახსენებთ, რომ ფეისბუქის გაუქმებისა და ინსტაგრამის პროფილის დახურვის შემდეგ, გუშინ, გურამ კაშიამ ინსტაგრამის "სთორიზში" დაწერა, რომ ლგბტ ადამიანების მიმართ გამოხატულ მხარდაჭერას არ ნანობს და სანამ ერთი გულშემატკივარი მაინც ეყოლება, ნაკრებში ითამაშებს.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ვიცე-კაპიტანი, გურამ კაშია ჰომოფობიურად​​ განწყობილი ადამიანების აგრესიის ობიექტი თავდაპირველად მას შემდეგ გახდა, რაც 2017 წლის 23 ოქტომბერს ჰოლანდიაში, "ვიტესის" რიგებში LGBT პირთა მხარდამჭერი სამკლავურით ითამაშა. თუმცა, კაშიამ მაშინვე თქვა, რომ ის ძალადობას გმობს და არ ნანობს, რაც გააკეთა.

22 აგვისტოს კი ცნობილი გახდა, რომ LGBT ადამიანების მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის UEFA-მ კაშიას თანასწორობის ჯილდოც გადასცა. ჰომოფობების აგრესია კაშიას ამ ნომინაციასაც მოჰყვა.

შედეგად, ფეხბურთელმა ფეისბუქის გვერდი გააუქმა. ასევე, დახურულია მისი ინსტაგრამის პროფილი და ფოტოების ნახვა ყველას აღარ შეუძლია. გუშინ, 28 აგვისტოს კი ინსტაგრამის "სთორიზში" დაწერა, რომ ლგბტ ადამიანების მიმართ გამოხატულ მხარდაჭერას არ ნანობს და სანამ ერთი გულშემატკივარი მაინც ეყოლება, ნაკრებში ითამაშებს. ამის შემდეგ, გულშემატკივრებმა გადაწყვიტეს, კაშია მხარდაჭერით გაამხნევონ და ინსტაგრამის სთორიზში აქვეყნებენ მის ფოტოს წარწერით - გურამ, შენთან ვართ.

კომენტარები