რუსეთი

Kalashnikov-ის მიერ შექმნილ რობოტ Igorek-ს ინტერნეტში დასცინიან

KALASHNIKOV MEDIA

რუსულმა კომპანიამ, Kalashnikov-მა რობოტი სახელად Igorek-ი შექმნა.

რობოტი 3.96 მეტრი სიმაღლისაა და 4.5 ტონას იწონის. კომპანიის თქმით ის საინჟინრო სამუშაოების და საბრძოლო ოპერაციებისთვისაა განკუთვნილი, თუმცა ამჟამად ფუნქციური არაა.

რობოტის სურათებს სოციალურ მედიაში დაცინვა მოჰყვა:


ფოტო: LENTACH

რობოტს ოპოზიციის ლიდერი, ალექსეი ნავალნი დააჭერინეს ხელში:

Igorek ცნობილი ფილმებში, როგორებიცაა Robocop, Star wars და The Matrix, სხვა რობოტებთან ერთადაც წარმოიდგინეს.

კომპანიის თქმით იმედი აქვთ, რომ რობოტის გაუმჯობესებულ ვერსიას 2020 წელს წარმოადგენენ.

კომენტარები