პარლამენტის საგამოძიებო კომისია

​წულუკიანი: პოლიტიკოსები სასამართლო დავაზე მსჯელობენ, ეს ბალანსის აღრევაა

ის ფაქტი, რომ დღეს ეს საგამოძიებო კომისია არსებობს და მუშაობს, ნიშნავს იმას, რომ ჩემ მიერ და მთავრობის მიერ გატარებულმა რეფორმებმა მოიტანა ის, რომ ვერავინ, გამომძიებელი, პროკურორი და ვერც ესენი, საგამოძიებო კომისიის უმრავლესობა ვერ ყრიან მტკიცებულებების გარეშე ბავშვებს ციხეში. მე ვულოცავ ამას საქართველოს ბავშვებს. ამაზე მინდოდა მესაუბრა, მინდოდა მესაუბრა, რომ როდესაც ბავშვი არის მოკლული და კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ დადუნაშვილის დედას და მამას და სარალიძის დედას, რომელიც არ ჩნდება და მამას, და ვეტყვი, რომ პროკურატურა, სასამართლო და გამოძიება, მე რაც ვიცი და დარწმუნებული ვარ, ასე იყო, იყო ბოლომდე სიმართლის მხარეს, რომ ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც საგამოძიებო კომისიას ქმნიან პოლიტიკოსები იმისთვის, რომ სასამართლოში მიმდინარე დავაზე იმსჯელონ, მე ვფიქრობ, რომ არეულია ხელისუფლებებს შორის ბალანსი, დასანანია ეს ყველაფერი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე ძალიან დიდი პატივისცემით მოვედი კომისიის სხდომაზე და მოვისმინე ორი აბსოლუტურად ჩემთვის უცნაური შეკითხვა. 

თქვა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მას შემდეგ, რაც ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე მომუშავე საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მისი გამოკითხვა 5 წუთზე ნაკლებ დროში დასრულდა. 

კომენტარები