აშშ

ამერიკაში, კაცი ძლიერმა სიცხემ შეაწუხა და სასწრაფოს მანქანა გაიტაცა

არიზონას შტატში 37 წლის თოდ შელმა, სასწრაფო დახმარების მანქანა გაიტაცა.

New York Post წერს, რომ პოლიციამ ის GPS-ის დახმარებით მალევე დააკავა.

მან სამართალდამცველებს უთხრა, რომ საავადმყოფოდან ახალი გამოწერილი იყო, გარეთ გასვლისას ძლიერმა სიცხემ შეაწუხა, ტემპერატურას ვერ გაუძლო, საავადმყოფოსთან ახლოს მდგარ ცარიელ სასწრაფო დახმარების მანქანაში ჩაჯდა და სახლისკენ გაემართა. 

კაცმა თქვა, რომ სახლში ფულის ასაღებად მიდიოდა. ის გეგმავდა ეყიდა სენდვიჩი, შეეჭამა და მანქანას ამის შემდეგ დააბრუნებდა.

სამართალდამცველებმა მას სატრანსპორტო საშუალების უკანონო დაუფლების გამო ბრალი  წარუდგინეს.

არიზონას შტატში, ბოლო დღეებია ძლიერი სიცხეა. ქალაქ ფენიქსში, ჰაერის ტემპერატურამ 47 გრადუსაც მიაღწია 

კომენტარები