NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
ოკუპაცია

ბაშარ ასადი ანატოლი ბიბილოვს შეხვდა

ორშაბათი, 23 ივლისი, 2018 - 22:57
tbl.ge/31gj
დაკოპირდა
ანატოლი ბიბილოვი ბაშარ ასადს შეხვდასირიის პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მარიონეტი "პრეზიდენტი" ანატოლი ბიბილოვი დამასკოში სირიის დიქტატორს ბაშარ ალ ასადს შეხვდა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას. სირიის პრეზიდენტის სასახლეში გამართული შეხვედრის ამსახველი ფოტოები ასადის Twitter-ზე გამოქვეყნდა. 

დიქტატორსა და მარიონეტულ რეჟიმს შორის გაფორმებული შეთანხმება ითვალისწინებს თანამშრომლობას საგარეო პოლიტიკისა და ეკონომიკის სფეროებში. ოსური მედიის ინფორმაციით, ბიბილოვმა ბაშარ ასადი "უაცამონგას" ორდენით დააჯილდოვა "სამხრეთ ოსეთის" ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებისთვის. 

Tweet


“სამხრეთ ოსეთის ხალხისთვის ამ აღიარებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. სირიამ დაადასტურა ერთგულება დემოკრატიული ღირებულებებისადმი”, - განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა. თავის მხრივ ბაშარ ასადმა აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი ბიძგს მისცემს “ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას”.

ასადის რეჟიმმა ოკუპირებული აფხაზეთი და ცხივნალი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად 2018 წლის 29 მაისს აღიარა. 29 მაისვე საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღიარება დაგმო და განაცხადა რომ საქართველო სირიასთან ყველა სახის დიპლომატიურ ურთიერთობას გაწყვეტს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადებაში პირდაპირ მიუთითა, რომ აღიარება რუსეთის ფედერაციის მხრიდან სირიის რეჟიმით მანიპულაციამ გამოიწვია. 

ოკუპაციაბაშარ ასადისირიაანატოლი ბიბილოვი

ამავე თემაზე

  • კვირა, 15 ოქტომბერი, 2023 - 16:52სუს-ი: ოკუპირებული ცხინვალის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული არჩილ ბასანიძე თავისუფალია
  • პარასკევი, 29 ოქტომბერი, 2021 - 21:03ოკუპირებული სოფელი ლოპანის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ორი პირი თავისუფალია
  • სამშაბათი, 5 ოქტომბერი, 2021 - 14:15სუს-ი: ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს 3 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს
  • ორშაბათი, 6 სექტემბერი, 2021 - 21:22სუს-ი: გადმოვიყვანეთ აშშ-ს მოქალაქე, რომელიც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს
  • ორშაბათი, 6 სექტემბერი, 2021 - 21:07 აშშ-ს მოქალაქე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დააკავეს

კომენტარები

ბოლო სიახლეები

ტრამპის თქმით, აშშ ჰორმუზის სრუტეში გადაზიდულ ტვირთზე 20%-იან გადასახადს არ დააწესებს
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 22:10

ტრამპის თქმით, აშშ ჰორმუზის სრუტეში გადაზიდულ ტვირთზე 20%-იან გადასახადს არ დააწესებს

EU-მ მოლდოვასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-6 კლასტერი გახსნა
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 20:56

EU-მ მოლდოვასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-6 კლასტერი გახსნა

რა თქვეს რეჟიმის სატელიტებმა ე.წ. საბოტაჟის საქმის სასამართლო სხდომაზე
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 20:20

რა თქვეს რეჟიმის სატელიტებმა ე.წ. საბოტაჟის საქმის სასამართლო სხდომაზე

პესკოვმა ალიევის განცხადებას უკრაინის მხარდაჭერაზე "მცდარი" უწოდა
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 19:51

პესკოვმა ალიევის განცხადებას უკრაინის მხარდაჭერაზე "მცდარი" უწოდა

15 ივლისის პირველ ნახევრამდე უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა - სააგენტო
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 19:18

15 ივლისის პირველ ნახევრამდე უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა - სააგენტო

ყველაზე კითხვადი

რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
1რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
2ჩრდილოკორეელი მეეზოვეები რუსეთში მუშაობაზე უარს დაბალი ხელფასების გამო ამბობენ
3სოფიო სიგუას გაჟღერებული ინფორმაცია ღირსების შემლახავია, გადაიდგმება ნაბიჯები – ადვოკატი
4Bloomberg: ბოლო 21 წელში რუსეთში ნავთობის გადამუშავების მაჩვენებელი მინიმუმამდე დაეცა
5NYT: ირანის ყოფილი პრეზიდენტი ისრაელთან კავშირების გამოვლენის შემდეგ შინაპატიმრობაშია

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕